გემრიელი და სასარგებლოა. კარგი იდეაა მსუბუქი ვახშმისათვის. დამზადების დრო: 55 წთ.
ინგრედიენტები:
- კომბოსტო 1თ;
- ხახვი 4-5თ;
- ნიორი 1კბილი;
- კვერცხი 2ც;
- სტაფილო 1ც;
- პური 1-2 ნაჭერი;
- მაიონეზი 100-200გრ;
- მწვანილი 2ს/კ (დაჭრილი);
- ტომატი 2ს/კ;
- მარილი, წიწაკა გემოვნებით;
- მომზადების წესი;
მოვამზადოთ ინგრედიენტები. კომბოსტო წვრილად დავკეპოთ. ხელით ავსრისოთ, მარილი დავაყაროთ, ცოტა წყალი დავასხათ და ოდნავ მოვთუშოთ, რომ დარბილდეს. ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავჭყლიტოთ, დავამატოთ გაციებულ, გაწურულ კომბოსტოს, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ, მაიონეზი დავასხათ, ავურიოთ და მაცივარში შევდგათ 1 სთ. პური ჩავალბოთ წყალში ან რძეში, გავწუროთ და ფარშს დავამატოთ, კვერცხიც ჩავახალოთ, გადავზილოთ ფარში, თუ თხელია, ცოტა ფქვილი დავამატოთ. გავაკეთოთ კოტლეტები და ზეთში შევწვათ, ორივე მხრიდან. მოვამზადოთ სოუსი: გავხეხოთ სტაფილო, დავამატოთ დაჭრილი 1თ ხახვი, მოვხრაკოთ ზეთში, ტომატი და ცოტა წყალი დავამატოთ და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ, 5 წთ. მზა კოტლეტებს დავასხათ ეს მასა და კიდევ მოვშუშოთ. კომბოსტოს და ხახვის კოტლეტები სუფრაზე მწვანილმოყრილი გავიტანოთ, არაჟანიც უხდება. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება