კომბოსტოს სალათი ჭინჭრით

ახალი კომბოსტოთი მზადდება, ჭინჭარი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. გემრიელია და სასარგებლო. დამზადების დრო: 25 წთ.

  • ინგრედიენტები:
    კიტრი 1ც;
  • კვერცხი  3-4ც;
  • ჭინჭარი  1კონა;
  • კომბოსტო  1/2თ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • მაიონეზი  2ს/კ;
  • ბარდის კონსერვი  1ს/კ;
  • მომზადების წესი:

მოვხარშოთ კვერცხი, გავაცივოთ, გავარჩიოთ და დავჭრათ. გარეცხილი ჭინჭარი ღრმა ჯამში ჩავდოთ და მდუღარე წყალი დავასხათ, რამოდენიმე წთ დავაყოვნოთ, გადავწუროთ, გავაცივოთ და დავჭრათ. კომბოსტო წვრილად დავკეპოთ, კიტრი კუბიკებად დავჭრათ, ყველაფერი ერთმანეთს შევურიოთ, მარილით შევანელოთ, მაიონეზი მოვასხათ და ამოვურიოთ. კომბოსტოს სალათი ჭინჭრით არაჟნითაც შეგვიძლია მოვამზადოთ (მაიონეზის ნაცვლად). გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო