კომბოსტოს სამარხვო სუპი

მსუბუქი, გემრიელი, ვიტამინებით მდიდარი წვნიანია.კომბოსტოს სამარხვო სუპი მარტივად მზადდება, სადილის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • მჟავე კომბოსტო  200გრ;
  • კარტოფილი  3ც;
  • ხახვი 1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ოხრახუში  1კონა;
  • ოხრახუშის თავი  50გრ;
  • ტომატი  1ს/კ;
  • ფეტვის ბურღული  3ს/კ;
  • დაფნის ფოთოლი  გემოვნებით;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მჟავე კომბოსტოს წყალი დავასხათ და დავდგათ მოსახარშად. დავუწიოთ ცეცხლს და 30 წთ ვადუღოთ. ცალკე ქვაბში მოვხარშოთ დაჭრილი კარტოფილი. დავჭრათ სტაფილო და ხახვი. მჟავე კომბოსტოს დავამატოთ მოხარშული კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუშის წვრილად დაკეპილი თავი. როცა ხახვი, სტაფილო მოიხარშება, დავამატოთ ფეტვის ბურღული, ტომატი, დაფნის ფოთოლი და ამოვურიოთ. ბურღული როგორც კი მოიხარშება, დავამატოთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო