კომბოსტოს შნიცელი ყველით

ხრაშუნა, წვნიანი და ნოყიერი კერძია. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 5-6.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტოს ფურცლები  7-8ც;
  • მაგარი ყველი  200გრ;
  • არაჟანი  200მლ;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • დაფქული კოჭა,  წითელი წიწაკა  გემოვნებით;
  • საფანელი გემოვნებით;

მომზადების წესი:

კომბოსტო ჩავდოთ მდუღარე მარილწყალში და მოვწალოთ, 10 წთ, მოვაცალოთ ფურცლები, მოვაჭრათ სქელი ადგილი.  ყველი მართკუთხედებად დავჭრათ. არაჟანს დავამატოთ ფქვილი, მარილი, სუნელები და ავურიოთ. ყველის ნაჭერი გავახვიოთ კომბოსტოს ფურცელში, კონვერტისებურად. ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ არაჟნიან მასაში და შემდეგ საფანელში. შევწვათ ზეთში, ორივე მხრიდან. ქერქი კარგად რომ დაებრაწება, გადმოვდგათ. კომბოსტოს შნიცელი ყველით სუფრაზე არაჟანთან, აჯიკასთან ან ცხარე სოუსთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო