კომბოსტოს სუპი ბრინჯით

კომბოსტოს სუპი ბრინჯით სწრაფად და მარტივად მზადდება. ამისათვის საჭიროა მზა ბულიონი და სახლში მომზადებული ძეხვი. უგემრიელესია, ნოყიერი. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 5-6.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო  550-600გრ;
  • ბრინჯი  0,5ჭ;
  • ხახვი  1თ;
  • ბულიონი  1,5-1,7ლ (ძროხის ხორცის ან ქათმის);
  • კარაქი  50-60გრ;
  • სახლის ძეხვი 4-5ც (450გრ);
  • ძირა  1ჩ/კ;
  • დაფნის ფოთოლი  1-2ც;
  • ოხრახუში  გემოვნებით;
  • ბულგარული წიწაკა  სურვილისამებრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ქვაბში გავადნოთ კარაქი, მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ძეხვს კანი მოვაცილოთ, დავამატოთ ხახვს, ხის კოვზით დავანაწევროთ, შევბრაწოთ. კომბოსტო წვრილად დავკეპოთ. დავამატოთ ქვაბის მასას. გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკაც დავამატოთ და მოვშუშოთ. პერიოდულად ვურიოთ. დავასხათ მდუღარე ბულიონი, ძირა, დაფნის ფოთოლი. თავზე დავაფაროთ და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 30 წთ. დავამატოთ  ბრინჯი, 20 წთ კიდევ ვადუღოთ. ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში დავამატოთ. მარილი და პილპილი გემოვნებით დავაყაროთ, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. გემრიელად მიირთვით!

 

 

1 კომენტარები

  1. ძალიან კარგი საიტია მრავალფეროვანი კერძებით. მადლობა

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო