კომბოსტოს სუპი ფეტვის ბურღულით

კომბოსტოს სუპი ფეტვის ბურღულით უკრაინული კერძია. განსაკუთრებით უხდება ღორის ცხიმი. ნოყიერია, ცივ დღეებში ცხელ წვნიანზე უკეთესი რა უნდა მიირთვათ! დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4-5.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტოს მწნილი  300გრ;
  • კომბოსტო  300გრ;
  • კარტოფილი  3ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • ფეტვის ბურღული  3ს/კ;
  • ხორცის ბულიონი  1ლ;
  • ღორის ცხიმი  100გრ(ხორციანი ფენებით);
  • ოხრახუში, მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. დავკეპოთ კომბოსტო. კარტოფილი მრგვლად დავჭრათ, ხახვი კუბიკებად. სტაფილო გავხეხოთ. ღორის ცხიმი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. წვრილად დავკეპოთ ოხრახუში. ქვაბში შევბრაწოთ ღორის ცხიმი, დავამატოთ ხახვი და სტაფილო, 5 წთ ვშუშოთ, თან ვურიოთ. შემდეგ დავამატოთ კომბოსტოს მწნილი, ბულიონი, ავადუღოთ, თავზე დავაფაროთ, ცეცხლს დავუწიოთ და 20 წთ ვადუღოთ. დავამატოთ კარტოფილი, კომბოსტო და ფეტვის ბურღული. წამოდუღებიდან 10 წთ ვადუღოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი და ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო