კომბოსტოს სუპი სოკოთი

მჟავე კომბოსტოთი მზადდება. არომატულია, თავისებური, ოდნავ მომჟავო გემოთი. სადილის პირველი კერძის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • მჟავე კომბოსტო  200გრ;
  • კარტოფილი  5ც;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • წყალი  2ლ;
  • ზეთი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ფეტვის ბურღული  4ს/კ;

მომზადების წესი:

ფეტვის ბურღული კარგად უნდა გავრეცხოთ, რომ სუპს სიმწარის გემო არ დაჰკრავდეს. სტაფილო გავხეხოთ. ხახვი წვრილ კუბიკებად დავჭრათ. მჟავე კომბოსტოს წყალი გადავავლოთ, გავწუროთ და ქვაბში ჩავდოთ. დავამატოთ ფეტვის ბურღული, წყალი დავასხათ, დავდგათ მოსახარშად. 15-20 წთ ვადუღოთ. ზეთში ჯერ ხახვი მოვშუშოთ, დავამატოთ სტაფილო და ერთად ვშუშოთ. დავამატოთ დაჭრილი სოკო, მოვშუშოთ. მდუღარე ბულიონში კარტოფილი ჩავყაროთ. ვხარშოთ 15 წთ. დავამატოთ ტაფის მასა და ვადუღოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი. კომბოსტოს სუპი სოკოთი 20 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო