კომბოსტოს სუპი

კომბოსტოს სუპი ნოყიერი და უგემრიელესი გამოდის. მარტივად მზადდება, მეორე დღეს უფრო გემრიელია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4-6.

ინგრედიენტები:

  • ძვლიანი ხორცი  500გრ (ძროხის ან ღორის);
  • კომბოსტო  1/2თ;
  • კარტოფილი  3ც;
  • ხახვი  1თ;
  • დაკონსერვებული პომიდორი  450გრ;
  • ზეთი  3-4ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და კუბიკებად დავჭრათ. კომბოსტოს წყალი გადავალოთ და წვრილად დავკეპოთ. გარეცხილი ხორცი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ 2ლ წყალი, ვხარშოთ 30 წთ. თან მოვქაფოთ, მარილი და პილპილი დავამატოთ. ჩავამატოთ კარტოფილი და კომბოსტო, 10 წთ ვადუღოთ. გავარჩიოთ ხახვი, გავფხიკოთ სტაფილო, გავრეცხოთ ორივე. ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ. ზეთში მოვხრაკოთ, დავამატოთ პომიდორი, მარილი, პილპილი, ამოვურიოთ, 5 წთ ვშუშოთ და ქვაბში ჩავამატოთ. ვადუღოთ 5-8 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო