კომშის ჯემი

კომშის ჯემი გამოდის სქელი კონსისტენციის. ხშირად იყენებენ ცხობაში. არის არომატული, ნაზი და გემრიელი დესერტი. დამზადების დრო: 3 სთ

ინგრედიენტები:

  • კომში  1კგ;
  • შაქარი  400გრ;
  • ლიმონმჟავა  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

კარგად გავრეცხოთ კომში, გული ამოვაცალოთ და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ჩავაწყოთ ქვაბში და წყალი იმდენი დავასხათ, რომ ხილი დაფაროს. დავდგათ ცეცხლზე და 40-50 წთ ვხარშოთ (წამოდუღებიდან). თუ წყალი ხარშვისას არ დაიშრო, მაშინ გადავწუროთ. შემდეგ დავაბლენდეროთ ან კოვზით დავშალოთ კომშის ნაჭრები. დავამატოთ შაქარი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვადუღოთ გასქელებამდე,(დაახლ. 30 წთ), პერიოდულად ვურიოთ. ცხელი ჯემი ჩავასხათ გასტერილიზებულ ქილებში და მოვხუფოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო