კომშის მურაბა ლიმონით

ლიმონი უფრო გამოკვეთს და არომატულს ხდის კომშის მურაბას. საუცხოოა. დამზადების დრო: 1 დღე 14 სთ.

ინგრედიენტები:

  • კომში  1კგ;
  • შაქარი  800გრ;
  • ლიმონი  1ც;
  • წყალი 1ჭ;
  • ნიგოზი  100გრ;
  • ვანილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ კომში, დავჭრათ, თესლები მოვაცილოთ. შაქრითა და წყლით ავადუღოთ სიროფი, როგორც კი წამოდუღდება, კომში ჩავყაროთ. ვადუღოთ 5 წთ, გადმოვდგატ და 12 სთ დავაყოვნოთ. შემდეგ ისევ ავადუღოთ, 5 წთ ვადუღოთ, გადმოვდგათ და 12 სთ დავტოვოთ. გავრეცხოთ ლიმონი, ცედრა გავხეხოთ, რბილობი დავჭრათ, კურკები მოვაცილოთ. დაქუცმაცებული ნიგოზი მოვხალოთ, მურაბა წამოვადუღოთ, დავამატოთ ლიმონი და ცედრა, ნიგოზი, ვადუღოთ 15 წთ. კომშის მურაბა ლიმონით გადავასხათ ქილებში და მოვხუფოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო