კომშის მურაბა ნიგვზით

განუმეორებელი გემოს მურაბაა, ნიგოზი კიდევ უფრო ამდიდრებს და საუცხოოს ხდის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • კომში  1კგ;
  • შაქარი  1კგ;
  • ნიგოზი  1ჭ (200გრ);

მომზადების წესი:

ავრეცხოთ და გავთალოთ კომში, რომ არ გამუქდეს, ცივ წყალში ჩავდოთ. ნათალს დავასხათ 250 მლ წყალი, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ავადუღოთ, ვადუღოთ 30 წთ. კომში დავჭრათ მომცრო აჭრებად, დავასხათ ნახარში (ნათალის გარეშე), დავამატოთ შაქარი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ნიგვზის თითოეული ლებანი ოთხად დავჭრათ და კომშს დავამატოთ. წამოვადუღოთ მურაბა, ვადუღოთ 20 წთ. გავაცივოთ. ისევ დვდგთ ცეცხლზე, ავადუღოთ და 20 წთ ვადუღოთ. ცხელი მურაბა გადავასხათ ცხელ გასტერილიზებულ ქილებში და მოვხუფოთ. კომშის მურაბა ნიგვზით გავაცივოთ და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო