კომშის მურაბა ზამთრისათვის

არომატული, ტკბილი, ორიგინალური მურაბაა. რეცეპტიც საინტერესოა, გაეცანით! დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • კომში  2კგ;
  • შაქარი  1კგ;
  • ნიგოზი  300გრ;
  • თაფლი  200გრ;
  • წყალი  2,5ჭ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ კომში, გავთალოთ. ამოვაჭრათ გული და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. დავაყაროთ შაქარი და 2 სთ დავაყოვნოთ. ნათალს დავასხათ წყალი, დავაყაროთ ცოტა შაქარი და ავადუღოთ. ვადუღოთ 20 წთ. გადავწუროთ და კომშს დავასხათ, 20 წთ დავაყოვნოთ. დავდგათ ცეცხლზე, წამოვადუღოთ, 10 წთ ვადუღოთ, პროცესში დავამატოთ თაფლი. გადმოვდგათ, 20 წთ დავაყოვნოთ, შემდეგ დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 20 წთ. ბოლოს დავამატოთ ნიგოზი, ვადუღოთ კიდევ 3 წთ და გადმოვდგათ. კომშის მურაბა ზამთრისათვის გადავასხათ გასტერილიზებულ ქილებში, მოვხუფოთ და შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო