კომშის მურაბა

კომშის მურაბა საოცრად არომატული, უგემრიელესი გამოდის. ვიზუალურად გამჭვირვალე ქარვისფერია. რა ჯობია ცივ ზამთარში კომშსმურაბიანი ჩაის დალევას! მომზადების დრო: 1 დღე.

ინგრედიენტები:

  • კომში  1კგ;
  • შაქარი  1,2კგ;
  • წყალი  300მლ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ კომში, გავთალოთ,  დავჭრათ, ამოვაცალოთ გული. ნათალი ჩავყაროთ წყალში და მოვხარშოთ. გავწუროთ, შაქარი დავამატოთ, წამოვადუღოთ, მივიღებთ სიროფს. დავასხათ კომშს, ავადუღოთ და 10 წთ ვადუღოთ, გადმოვდგათ, 4 სთ დავაყოვნოთ. კიდევ 10 წთ ვადუღოთ, გადმოვდგათ, 4-8 სთ დავაყოვნოთ. მესამედ წამოვადუღოთ და ბოლომდე დავადუღოთ. გადავასხათ მშრალ ქილებში, მოვხუფოთ და შევინახოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო