
კორეული სტაფილოს ცხარე გემო კარგად ეხამება შემწვარ ხორცს და საუცხოო კერძი გამოდის. კარგი იდეაა სადილზე ან ვახშამზე. დამზადების დრო: 25 წთ.
ინგრედიენტები:
- ხორცი 200 გრ (ნებისმიერი სახეობის);
- სტაფილო 500გრ;
- ნიორი 1-2კბილი;
- ზეთი 4ს/კ;
- მარილი გემოვნებით;
- სანელებლები სტაფილოსათვის გემოვნებით (იხ. რეცეპტი დედა.GE კორეული სტაფილო);
- სეზამის მარცვლები გემოვნებით;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ სტაფილო კორეულად. გარეცხილი ხორცი პატარა ნაჭრებად დავჭრათ და 2ს/კ ზეთში შევბრაწოთ. დავამატოთ დარჩენილი ზეთი, გავაცხელოთ და ეს მასა დავამატოთ კორეულ სტაფილოს, ინტენსიურად ამოვურიოთ. კორეული სტაფილო ხორცით ცოტა ხანს დავაყოვნოთ, შემდეგ სეზამის მარცვლები დავამატოთ და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!
ძალიან კარგი რეცეპტებია მადლობა დიდი