კოჭას სუპ-პიურე

კოჭა, იგივე ჯანჯაფილი ამ სუპ-პიურეს განსაკუთრებულ გემოს და არომატს ანიჭებს. სწრაფად და მარტივად მზადდება, პიკანტურია. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარ ტოფილი   2ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • კოჭა  15-20გრ;
  • ნიორი  1-2კბილი;
  • ზეთი 1ჩ/კ;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • მშრალი ნიახური  1ჩ/კ;
  • მარილი, მწვანილი გემოვნებით;
  • წყალი  700მლ;
  • ბულიონის კუბიკი  1ც;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. კოჭა, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო და ბულგარული დიდ ნაჭრებად დავჭრათ. ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ. 5 წთ შემდეგ დავამატოთ ბულიონის კუბიკი და ნიახური, როცა ყველაფერი მოიხარშება, ზეთი და მარილი დავამატოთ. გადმოვდგათ, დავაბლენდეროთ. კოჭას სუპ-პიურე ერთგვაროვანი მასის უნდა იყოს. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო