კოტლეტები ბულგარული წიწაკით

კოტლეტები ბულგარული წიწაკით რბილი, ნაზი და უგემრიელესი გამოდის. გარნირთან ერთად კიდევ უფრო უკეთესია. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • შერეული ფარში  700გრ (ძროხის და ღორის);
  • ხახვი  1თ;
  • კვერცხი  1ც;
  • პურის ნაჭერი   2ც;
  • რძე ან წყალი  1/4ჭ;
  • ბულგარული წიწაკა  1-2ც;
  • მარილი, პილპილი, სხვა სუნელები  გემოვნებით;
  • ზეთი  2-3ს/კ;
  • კარაქი  1ს/კ;
  • მომზადების წესი:

ფარშს დავამატოთ მარილი, პილპილი, სუნელები, დაჭრილი ხახვი (სურვილისამებრ, მოშუშული), ჩავახალოთ კვერცხი და გადავზილოთ. პური ჩავალბოთ რძეში ან წყალში, გავწუროთ, ფარშს დავუმატოთ. ბულგარული წიწაკა წვრილ კუბიკებად დავჭრათ და ესეც დავამატოთ. ფარში კარგად გადავზილოთ, გავაკეთოთ კოტლეტები. ტაფაში ჯერ კარაქი ჩავდოთ, შემდეგ ზეთი  და შევწვათ კოტლეტები. დაახლ. 20-25 წთ დასჭირდება. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო