კოტლეტები დაკეპილი ღორის ხორცით

კოტლეტები დაკეპილი ღორის ხორცით რბილი და წვნიანი გამოდის. გემო კი თავად განსაჯეთ! დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 10-15ც.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი  1კგ;
  • ხახვი  1-2თ;
  • ნიორი  3-5კბილი;
  • მწვანილი  1-2ს/კ (დაჭრილი);
  • პური  2-3ნაჭერი;
  • არაჟანი  1ს/კ;
  • მდოგვი  1ჩ/კ;
  • მარილი,პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  4-6ს/კ;
  • ფქვილი  100გრ;
  • კვერცხი  1ც;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხორცი დავჭრათ წვრილ კუბიკებად. ხახვი წვერილად დავჭრათ, ნიორი დავჭყლიტოთ. პური 1-2 წთ ჩავალბოთ რძეში ან წყალში. მწვანილი წვრილად დავჭრათ. არაჟანს შევურიოთ მდოგვი და მწვანილი . ხორცს დავუმატოთ კვერცხი, ხახვი, ნიორი, გაწურული პური, მარილი, პილპილი, არაჟნის მასა და გადავურიოთ. დავაყოვნოთ 15-20 წთ. გავაკეთოთ კოტლეტები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში, ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო