კოტლეტები ღორის ხორცითა და წიწიბურით

კოტლეტები ღორის ხორცითა და წიწიბურით ნოყიერია, რბილი, წვნიანი. მარტივად მზადდება და გამოდის უგემრიელესი. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 8ც.

ინგრედიენტები:

  • წიწიბურა  150გრ;
  • ღორის ხორცის ფარში  600გრ;
  • კვერცხი 5ც;
  • ხახვი  1თ;
  • ოხრახუში  50გრ;ახვი
  • არაჟანი  2,5ს/კ;
  • საფანელი  5ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ წიწიბურა. ცალკე მოვხარშოთ 4ც კვერცხი. წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვხრაკოთ. ფარშს ჩავახალოთ 1ც კვერცხი. დავამატოთ მარილი, პილპილი, ხახვი. ცივი წიწიბურაც დავამატოთ და ყველაფერი კარგად გადავურიოთ. გულსართი: გავხეხოთ მოხარშული კვერცხი, დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი,  არაჟანი და ავურიოთ. ავიღოთ ცოტა ფარში, გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ 2 ჩ/კ გულსართი, დავადოთ ფარშის მეორე გაბრტყელებული ფენა და კიდეები შევკრათ. ამოვავლოთ საფანელში და ზეთში შევწვათ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო