კოტლეტები ყველისა და პომიდვრის “ქურქში”

თუ ჩვეულებრივი კოტლეტები მოგწყინდათ, სცადეთ  ამ რეცეპტით. ორიგინალური და ძალიან გემრიელი გამოდის. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 3-5ც.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცის ფარში  500გრ;
  • პური  1ნაჭერი;
  • ხახვი  1-2თ;
  • ნიორი  2კბილი;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • პომიდორი  1ც;
  • მაგარი ყველი  150გრ;
  • მაიონეზი  2ს/კ;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • ზეთი  2ს/კ;

მომზადების წესი:

ფარშს დავუმატოთ გატარებული ხახვი, ნიორი, რძეში ჩამბალი და გაწურული პური, მარილი, პილპილი და კარგად მოვზილოთ. ფარშის პატარა ბურთულები გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ ყველის ნაჭერი და შევკრათ. ამოვავლოთ ფქვილში, ზეთში შევწვათ. კოტლეტები საცხობ ფორმაში ჩავაწყოთ, თითოეულზე პომიდვრის მრგვალი ნაჭრები დავდოთ, წავუსვათ მაიონეზი და გახეხილი ყველი მოვაყაროთ. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 20-25 წთ. კოტლეტები ყველისა და პომიდვრის “ქურქში”  მზდაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო