კოტლეტები შერეული ფარშით

ძროხის, ღორის და ქათმის ხორცის ფარშისაგან უგემრიელესი კოტლეტები გამოდის. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ხორცი  300გრ;
  • ღორის ხორცი  300გრ;
  • ქათმის ხორცი  300-400გრ;
  • პური  200გრ;
  • ხახვი 2თ;
  • კარტოფილი  1-2ც;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი, პილპილი, სხვა სუნელები  გემოვნებით;
  • ზეთი  4ს/კ;
  • მომზადების წესი:

გავრეცხოთ სამივე სახეობის ხორცი, დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპში. წინასწარ მომზადებული ხახვი და კარტოფილი დავჭრათ, პურს რბილობი ამოვაცალოთ და ყველაფერი ერთად გავატაროთ ხორცსაკეპში. ეს მასა ფარშს დავამატოთ, კვერცხი ჩავახალოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, კოტლეტები ფქვილში ამოვავლოთ და შევწვათ, ორივე მხრიდან. კოტლეტები შერეული ფარშით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო