კრემი “ჩიტის რძე”

ეს კრემ-სუფლე ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და უგემრიელესია. თითქოს
პირში გადნებაო, ისეთია! გამოიყენება ტორტებისათვის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • იოგურტი  500ლ;
  • ჟელატინი  25გრ;
  • რძე  1ჭ;
  • შაქარი  1ჭ;
  • ვანილი  მწიკვი;
  • შავი შოკოლადი  100გრ;

მომზადების წესი;

ჟელატინს დავასხათ ცივი რძე და 15 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ ორთქლის აბაზანაზე დავდგათ, რომ ბოლომდე გაიხსნას. არ უნდა აგვიდუღდეს. ავთქვიფოთ შაქარი იოგურტთან და ვანილთან ერთად. დავამატოთ ჟელატინი, ვთქვიფოთ 5 წთ. ჩავასხათ ეს მასა ჭიქებში და მაცივარში შევდგათ 1 სთ.კრემი “ჩიტის რძე” მოვრთოთ შოკოლადით, ან გავხეხოთ და მოვაყაროთ, ან გავადნოთ და დავასხათ ზემოდან. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო