
მსუბუქი, ფაფუკი, არაჩვეულებრივი ფრანგული კრემია. გამოიყენება ტორტების, ნამცხვრების ცხობისას. დამზადების დრო: 30 წთ.
ინგრედიენტები:
- კარაქი 250გრ;
- რძე 70მლ;
- შაქარი 3ს/კ;
- შაქრის პუდრა 5ს/კ;
- ნიგოზი 1ჭ;
მომზადების წესი:
ნიგოზი დავაბლენდეროთ. შაქარი თბილ რძეში გავხსნათ. წამოვადუღოთ, დავამატოთ ნიგოზი, ავურიოთ, 5-7 წთ ვხარშოთ. ოდნავ გამდნარ კარაქს დავაყაროთ შაქრის პუდრა. ავთქვიფოთ. ნიგვზიანი მასა გავაცივოთ. ორივე მასა შევაერთოთ, 20 წთ შევდგათ მაცივარში. კრემი მირაბო მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება