კრემიანი დესერტი

უგემრიელესი და უნაზესი დესერტია, ძალიან უხდება კივი. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კეფირი  1ლ;
  • კივი 2ც;
  • შაქრის პუდრა  3ს/კ;
  • ორცხობილა  2ც;
  • მომზადების წესი:
  • კეფირი საყინულეში შევინახოთ 7-8 სთ. საწურში ჩავაფინოთ რამოდენიმე ფენად დაკეცილი მარლა და დავდოთ გაყინული კეფირი. ის გალღვება და ხაჭოს კრემი დარჩება მარლაზე, შრატი დაიწრიტება. ხაჭოს კრემს შაქრის პუდრა დავამატოთ და ავთქვიფოთ. გავთალოთ კივი და ოთხად დავჭრათ, ორცხობილა დავტეხოთ. სადესერტე ჭიქებში ჯერ კრემი ჩავდოთ, შემდეგ ორცხობილა, კრემი, კივი და ა.შ. ფენების თანმიმდევრობას მნიშვნელობა არა აქვს.

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო