კრემიანი “პონჩიკები”

კრემიანი “პონჩიკები” ისეთი გემრიელია, გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებულად მოსწონთ პატარებს. საუზმეზე ჩაისთან ან ყავასთან ერთად შესანიშნავი ვარიანტია. დამზადების დრო:1 სთ 30წთ წთ. ულუფა: 8.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  500გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • საფუარი  25გრ;
  • შაქარი  1,5ს/კ;
  • ზეთი  1,5ს/კ;
  • რძე  1ჭ;
  • მარილი  მწიკვი;
  • კრემი:
  • რძე  1ჭ;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი 1,5ს/კ;
  • შაქარი  1,5ჭ;
  • ვანილის ესენცია  0,5ჩ/კ;

მომზადების წესი:

ჯამში ჩავცრათ ფქვილი , დავამატოთ საფაური. ჩავასხათ რძე და ავთქვიფოთ. ჩავახალოთ კვერცხი, ზეთი დავასხათ, შაქარი და მარილი დავამატოთ. მოვზილოთ ელასტიური, რბილი ცომი, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 1 სთ. კრემი: რძის 3/4-ში გავხსნათ შაქარი, შევათბოთ, დარჩენილ რძეში ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ ფქვილი და ვურიოთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. ამ მასაში ჩავსხათ ცხელი რძე და თან სულ ვურიოთ, დაბალ ცეცხლზე დავდგათ და როცა გასქელდება, გადმოვდგათ (10 წთ). დავამატოთ ვანილის ესენცია და გავაცივოთ. ცომი გავყოთ პატარა ბურთულებად, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ თითო ჩ/კ კრემი და შევკრათ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ პონჩიკები 5-5 წთ. მზას შაქრის პუდრა მოვაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო