კრევეტები ხახვითა და კარტოფილით

გემრიელი კერძია, აქტუალური იქნება საშობაო მარხვის დროს. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი  2,5ს/კ;
  • კარტოფილი  450გრ;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • დიდი ზომის გაწმენდილი კრევეტები  450გრ;
  • კარრის ფხვნილი  2ჩ/კ;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავთალოთ კარტოფილი, გავრეცხოთ და კუბიკებად დავჭრათ, გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ კარტოფილი. დავამატოთ მწვანე ხახვის  დაჭრილი თავები, მოვხრაკოთ, გადმოვიღოთ ცალკე. იმავე ტაფაში ჩავაწყოთ კრევეტები, მოვაყაროთ კარრი და და შევწვათ 2-3 წთ. დავაყაროთ ხახვიანი კარტოფილი, მარილი, პილპილი, ამოვურიოთ. კრევეტები ხახვითა და კარტოფილით დაჭრილი მწვანე ხახვით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო