კრუასანები ხაჭოთი

კრუასანები ხაჭოთი ძალიან ნაზი და გემრიელი გამოდის. კარგი იდეაა საუზმეზე ან ვახშამზე ჭიქა ჩაისთან ერთად. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი 500გრ (უსაფუარო);
  • ხაჭო  400გრ;
  • კვერცხი  2ც (1ც გულსართი, 1ც ზედაპირზე გადასასმელად);
  • არაჟანი  2ს/კ;
  • ქიშმიში  გემოვნებით;
  • ვანილი  1/2ჩ/კ;
  • შაქარი  4ს/კ;
  • შაქრის პუდრა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ერთად შევურიოთ კვერცხი, ხაჭო, გარეცხილი ქიშმიში, არაჟანი და ვანილი. გავაბრტყელოთ ცომი და წავუსვათ გულსართი. გადავახვიოთ რულეტისებურად. დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, დავაწყოთ პერგამენტჩაფენილ საცხობ ფორმაში, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და მოვაყაროთ საქრის პუდრა. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, გამოვაცხოთ 30 წთ. ჩვენს ნახელავს ამ შემთხვევაში კლასიკური კრუასანის ფორმა არა აქვს, თუმცა უფრო პრაქტიკულია, რადგან შედარებით სწრაფად მზადდება. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო