კურაბიე შინაურულად

ეს დესერტი საფრანგეთში ძალიან პოპულარულია. თუმცა ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია. შუაში ან ჩირი,ან რაიმე ჯემიაქვს, არის ხრაშუნა და უგემრიელესი. დამზადების დრო: 1 სთ.

  • ინგრედიენტები:
    ფქვილი  2ჭ;
  • კარაქი  300გრ;
  • შაქრის პუდრა  150გრ;
  • ვანილი  15გრ;
  • კვერცხის ცილა  3ც;
  • ჯემი  50გრ (სურვილისამებრ);
  • მომზადების წესი:

კარაქი გამოვიღოთ მაცივრიდან და დავაყოვნოთ, რომ დარბილდეს. ჩავდოთ ქვაბში, დავამატოთ შაქარი, ვანილი, კარგად შევასრისოთ ერთმანეთს. გავცრათვ ფქვილი, დავამატოთ და ცომი მოვზილოთ, მიქსერის მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, კარგად რომ აითქვიფოს, ოდნავ მარილი დავამატოთ. შემდეგ აკურატულად შევურიოთ ცომს. ეს მასა გადავიტანოთ საკონდიტრო ტომსიკაში ან შპრიცში. საცხობ ფორმას დავაფინოთ პერგამენტი და ცომით  დავსვათ ყვავილების ფორმები. შუაში ჩავდოთ ცოტა ჯემი, შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე და 40 წთ გამოვაცხოთ. კურაბიე შინაურულად მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო