კვერცხის კოტლეტები

კვერცხის კოტლეტები მარტივად და სწრაფად მზადდება. ნოყიერია, ახალი მწვანილი კი  არომატულს  ხდის. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი  7ც(6ც მოხარშული);
  • მწვანე ხახვი, კამა  თითო კონა;
  • მანის ბურღული  2ს/კ;
  • ფქვილი  1ს/კ;
  • არაჟანი  1ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ზეთი  2ს/კ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. მოხარშული კვერცხი სახეხზე გავხეხოთ. დავჭრათ მწვანე ხახვი და კამა, დავამატოთ კვერცხს, ავურიოთ, დავამატოთ არაჟანი, ფქვილი, მანის ბურღული, მარილი, კვერცხი ჩავახალოთ და გადავურიოთ. გავაკეთოთ კოტლეტები და ზეთში შევწვათ, დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ ტაფაში. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო