კვერცხში ამოვლებული თევზი

თუ მოგბეზრდათ ჩვეულებრივად შემწვარი თევზი, სცადეთ ეს რეცეპტი. კვერცხის კლიარში უფრო გემრიელი და არომატული გამოდის. უხდება გარნირებს.კარგი იდეაა სადილისათვის. დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • თევზის ფილე  1-2ც;
  • ფქვილი  2-4ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • კვერცხი  1-2ც;
  • სიმინდის ფქვილი  2-4ს/კ;
  • ზეთი, სუნელები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ერთ ჯამში ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, პილპილი და ავთქვიფოთ. მეორეში ჩავყაროთ ფქვილი, გვერით დავდგათ მესამე სიმინდის ფქვილიანი ჯამიც. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი. ფილე გავრეცხოთ, შევაშროთ, ფილე ჯერ ფქვილში ამოვავლოთ, შემდეგ კვერცხში და ბოლოს სიმინდის ფქვილში. აკურატულად ჩავდოთ ტაფაში და შევწვათ. კვერცხში ამოვლებული თევზი სუფრაზე გავიტანოთ კარტოფილთან, კიტრისა და პომიდვრის სალათთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო