ლაბა ძროხის, ღორის და ქათმის ხორცით

ხორცის  რამოდენიმე სახეობის გაერთიანებით ლაბა უფრო გემრიელი  გამოდის. თან ნოყიერია. მარტივადაც მზადდება. დამზადების დრო: 6 სთ.

ინგრედიენტები:

  • ძროხის ძვლიანი ხორცი  250გრ;
  • ღორის რბილი ხორცი  250გრ;
  • ღორის ფეხი  1ც;
  • ქათმის ხორცი  250გრ (ფრთები და ბარკლები);
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • დაფნის ფოთოლი  1-2ც;
  • შავი პილპილის მარცვლები  3-4ც;
  • წყალი  2-2,5ლ;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როცა ადუღდება, მოვქაფოთ, მარილი დავამატოთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 2 სთ. შემდეგ დავამატოთ  გარეცხილი, მთლიანი ხახვი (გარჩევა არ უნდა) და გათლილი სტაფილო, დაფნის ფოთოლი და შავი პილპილი. კიდევ 1 სთ ვხარშოთ, რომ ხორცი ძვალს ადვილად მოსცილდეს. ამოვიღოთ  და ძვლებისგან გავანთავისუფლოთ, ნახარში გავწუროთ, ხორცი სასურველ ჭურჭელში მოვათავსოთ, დავასხათ ნახარში და მაცივარში შევდგათ 3-4 სთ. მზა ლაბა ძროხის, ღორის და ქათმის ხორცით სასურველ ფორმებად დავჭრათ და სუფრაზე გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო