“ლალის ქურქში” გახვეული ქაშაყი

“ლალის ქურქში” გახვეული ქაშაყი იმდენად ლამაზად და დიდებულად გამოიყურება, თამამად შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრისათვის დაამზადოთ. რამოდენიმე დეტალიც აქვს დამატებული, რაც ამ სალათს უფრო გემრიელს ხდის. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • 250გრ;
  • ხახვი  50გრ;
  • კარტოფილი  250გრ;
  • ჭარხალი  250გრ;ქაშაყი
  • სტაფილო  250გრ;
  • მაიონეზი  200გრ;
  • მოხარშული გახეხილი ჭარხალი  50-100გრ;
  • წყალი  80-90 c  350მლ;
  • ჟელატინი  20-25გრ;
  • წყალი ჟელატინის ჩასალბობად  150მლ;
  • შაქარი  20გრ;
  • წყალი  150მლ;
  • ძმარი ან ლიმონის წვენი  15მლ;
  • კვერცხი  5ც;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ჟელატინს ცივი გადადუღებული წყალი დავასხათ და დავაყოვნოთ. გახეხილ ჭარხალს დავასხათ 350მლ წყალი, დავამატოთ ჟელატინი, ავურიოთ. ეს ნარევი გადავწუროთ, მარილი დავაყაროთ, ჩავასხათ ჭიქაში ისე, რომ ჟელეს ფენა ნახევარ სმ-ზე მეტი არ იყოს. შევდგათ მაცივარში. ხახვი წვრილად დავჭრათ, შაქარი დავამატოთ, ძმარი და თბილი ადუღებული წყალი დავასხათ და 15-20 წთ დავაყოვნოთ. ქაშაყის ფილე დავჭრათ პატარა კუბიკებად. მსხვილ სახეხზე გავხეხოთ მოხარშული კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კვერცხი, დავასხათ მაიონეზი, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და ამოვურიოთ. (ყველა ცალკ-ცალკე). მრგვალ ლანგარზე დავდოთ 21სმ დიამეტრის გასახსნელი ფორმის რგოლი. ჯერ დავაწყოთ ქაშაყი, შემდეგ დაწურული ხახვი, კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი, ჭარხალი. დავაფაროთ ცელოფანი და მაცივარში შევდგათ 2 სთ. გაციებული ჟელე კუბიკებად დავჭრათ. სალათს აკურატულად მოვხსნათ რგოლი, ზემოდან და გვერდებზე მაიონეზი წავუსვათ და ჟელეს კუბიკებით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო