ლაზანია ბროკოლით

ნოყიერი და გემრიელი კერძის მომზადებაში ეს რეცეპტი დაგეხმარებათ, სცადეთ! დამზადების დრო: 1 სთ 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • კარაქი  100გრ;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • რძე  300მლ;
  • ნაღები  100მლ;
  • კვერცხი  1ც;
  • პარმეზანი  100გრ;
  • ნიორი  1კბილი;
  • მარილი  მწიკვი;
  • პილპილი, ჯავზი  თითო მწიკვი;
  • ქათმის ფილე  300გრ;
  • ბროკოლი  300გრ;
  • ლაზანიას ფირფიტები  12ც;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ და მოვხარშოთ ფილე. მოვამზადოთ ბეშამელის სოუსი: გავალღოთ კარაქი და ფქვილი დავუმატოთ, დავასხათ ცოტა რძე, კარგად ამოვურიოთ, დარჩენილ რძეში კვერცხი ჩავახალოთ, ავთქვიფოთ, ჩავასხათ სოუსში და მოვხარშოთ. დავაყაროთ გახეხილი ყველი, ამოვურიოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. საცხობ ფორმაში ჯერ ცოტა სოუსი ჩავასხათ. გარეცხილი ბროკოლი დავშალოთ, რამოდენიმე წთ მდუღარე წყალში ჩავდოთ, საწურზე გადმოვიღოთ და დავწრიტოთ. სოუსზე ლაზანიას ფირფიტები დავაწყოთ, ზემოდან მარილ-პილპილ მოყრილი, კუბიკებად დაჭრილი ფილე დავაწყოთ. ბროკოლის დავდოთ და სოუსში ჩავამატოთ ჯავზი, პილპილი, მარილი და მოვასხათ. დავაფინოთ ლაზანიას ფირფიტები. გავიმეოროთ იგივე. დავაფაროთ ფოლგა და  ლაზანია ბროკოლით შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 35 წთ. ბოლოს ფოლგა მოვხსნათ და ოდნავ კანი შევუბრაწოთ.  გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო