ლაზანია ღორის ხორცით

ვისაც იტალიური სამზარეულო მოსწონს, ეს რეცეპტი უთუოდ დააინტერესებს. უგემრიელესი ლაზანია გამოდის. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ხახვი  1-2თ;
  • პომიდორი  4-5თ;
  • ყველი რიკოტა  250გრ;
  • ღორის ხორცი  1კგ;
  • კვერცხი  2ც;
  • ლაზანიას ფირფიტები  16ც;
  • პარმეზანი  200გრ;
  • მოცარელა  200გრ;
  • მარილი, პილპილი, ორეგანო, ბაზილიკი, ბეგქონდარა, ნივრის ფხვნილი  თითო მწიკვი;

მომზადების წესი:

  • :გავრეცხოთ და მოვხარშოთ ღორის ხორცი, გავაცივოთ და ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. მოვამზადოთ დანარჩენი ინგრედიენტები. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთშ, დავამატოთ კანგაცლილი დჭრილი პომიდორი და ვშუშოთ. დავამატოთ სანელებლები, დავაყაროთ გატარებული ხორცი და ამოვურიოთ. 5 წთ ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. ლაზანიას ფირფიტები 3 წთ მდუღარე წყალში გავაჩეროთ, ცივ ში ჩავდოთ და ამოვიღოთ. საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ4ც ლაზანია, რიკოტა, მოცარელა და კვერცხი შევურიოთ და ამ მასის ნახევარი დავადოთ ლაზანიას. მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი, ნახევარი ფარში, შემდეგ გავიმეოროთ ფენები და ბოლოს დავაყაროთ გახეხილი ყველი. ლაზანია ღორის ხორცით შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 25 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო