ლაზანია ქათმითა და ბოსტნეულით

 

ლაზანია ქათმითა და ბოსტნეულით ნოყიერი კერძია, თან მსუბუქიცაა ამავდროულად.  ვახშმის იდეალური ვარიანტია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ლაზანიას ფირფიტები  6ც;
  • ზეთი  1ს/კ;
  • ქათმის ხორცის ფარში  450გრ;
  • პრასი  1ღერი;
  • ნიორი  4კბილი;
  • ნიახური  4ღერი;
  • ხუჭუჭა კომბოსტო (ქეილი) ან ისპანახი  120გრ;
  • ხაჭო  150გრ;
  • რიკოტა  100გრ;
  • ნახევრადმაგარი ყველი  2/3ჭ (გახეხილი);
  • მაგარი სახეობის ყველი  2/3ჭ (გახეხილი);
  • ბეგქონდარა  2ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. პრასი დავჭრათ მრგვლად (მწვანე ნაწილს არ ვიყენებთ), ჩავყაროთ წყალში. დავკეპოთ ნიორი. ნიახურს ფოთლები მოვაცილოთ და წვრილად დავჭრათ. კომბოსტო დავკეპოთ. ბეგქონდარას ტოტებს ფოთლები მოვაცილოთ, დავკეპოთ, შეგვიძლია კამით ჩავანაცვლოთ. ყველი გავხეხოთ, ქათმის ფარში ტაფაში მოვხრაკოთ ხახვთან და სუნელებთან ერთად. დავამატოთ ნიახური, კომბოსტო, მწვანილი. რიკოტა, ხაჭო და მწვანილი შევურიოთ. ცხიმწასმულ ფორმაში  ჯერ ფარშის ნაწილი ჩავდოთ, შემდეგ ხაჭოიანი მასის მესამედი, დავაფინოთ ლაზანიას ფირფიტები და ყველი მოვაყაროთ. გავაგრძელოთ ფენები, სულ ბოლოს მოვაყაროთ გახეხილი ყველი. დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 180 გრადუსზე 30 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო