ლაზანია ყველითა და ლორით

გემრიელი და პრაქტიკული კერძია. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 50 წთ.

ინგრედიენტები:

  • ლაზანიას ფირფიტები  250გრ;
  • პომიდორი  1კგ;
  • ლორი  250გრ;
  • მაგარი სახეობის ყველი  300გრ;
  • ნახევრადრბილი ყველი  100გრ;
  • ხახვი  200გრ;
  • ნიორი  2-3კბილი;
  • მწვანილი  1კონა;
  • მწვანე ხახვი  1კონა;
  • ზეთი  გემოვნებით;
  • ბეშამელის სოუსი:
  • კარაქი  100გრ;
  • ფქვილი  5ს/კ;
  • რძე  1ლ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. პომიდორის ნახევარი კუბიკებად დავჭრათ. მწვანე ხახვი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ. ლორი კბიკებად დავჭრათ. გაცხელებულ ეთში მოვხრაკოთ ხახვი, დავამატოთ ნიორი, პომიდორი, მწვანილი და მარილი და პლპილი, 15 წთ ვშუშოთ. მოვამზადოთ ბეშამელის სოუსი: გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ოდნავ მოხალული ფქვილი, მოვურიოთ, დავასხათ რძე და ვადუღოთ მანამ, სანამ არაჟნის კონსისტენციის არ გახდება. ორივე სახეობის ყველი გავხეხოთ, ლაზანიას ფირფიტები მდუღარე წყალში 3 წთ ვხარშოთ, ამოვიღოთ, ცივ წყალში ამოვავლოთ  და საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ. დავასხათ პომიდვრიანი მასის ნახევარი და ნახევარი ლორი მოვაყაროთ. დავასხათ ნახევარი ბეშამელი, ნახევარი ყველი დავაყაროთ, დავაფინოთ ლაზანიას ფირფიტები და ისევ გავიმეოროთ ფენები.ისევ დავაწყოთ ლაზანიას ფირფიტები, მაგარი სახეობის გახეხილი ყველი დავაყაროთ, დანარჩენი პომიდორი მრგვლად დავჭრათ და დავაწყოთ, ბეშამელი მოვასხათ. შევდგათ ღუმელში 15 წთ 180-190 გრადუსზე. ყველი მოვაყაროთ და ლაზანია ყველითა და ლორით სუფრაზე გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო