ლაზანია სოკოთი და ბოსტნეულით

ratatui.org

ნოყიერი, ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი კერძია. კარგი იდეაა წასახემსებლად, ვახშამზეც. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ლაზანიას ფირფიტები  6ც;
  • ბადრიჯანი  1ც;
  • სოკო  230გრ;
  • პომიდორი  5ც;
  • ბეშამელის სოუსი  1ჭ (კარაქი  70გრ, ფქვილი  2ს/კ, რძე  200მლ);
  • პარმეზანი  1/4ჭ (გახეხილი);
  • მოცარელა  1ჭ (გახეხილი);
  • ხახვი  1თ;
  • ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ბადრიჯანი მრგვლად დავჭრათ და ღუმელში შევწვათ 30 წთ. დაჭრილი სოკო და ხახვი ერთად მოვხრაკოთ. პომიდორი ან დავჭრათ, ან დავაბლენდეროთ. ფორმაში ჯერ დაბლენდერებული პომიდორი ჩავასხათ, დავაწყოთ ლაზანიას ფირფიტები და ბეშამელის სოუსი მოვასხათ. შემდეგ ნახევარი ბადრიჯანი, სოკო და ყველი, მოვასხათ პომიდორი და ფენები გავიმეოროთ. ბოლოს დავასხათ დარჩენილი პომიდვრის სოუსი, დავაყაროთ პარმეზანი, დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში 15 წთ 170-180 გრადუსზე. ლაზანია სოკოთი და ბოსტნეულით დავჭრათ სასურველი ფორმის და ზომის ნაჭრებად და სუფრაზე გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო