ლეღვის ჯემი

ლეღვის ჯემი ტკბილი, არომატული და გემრიელია. ტოსტის პურთან ერთად ჩაიზე მშვენიერი საუზმეა. დამზადების დრო: 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ლეღვი  1კგ;
  • შაქარი  250გრ;
  • ჟელფიქსი  0,5 პაკეტი ( შეიცავს პექტინს და ლიმონმჟავას, პროდუქტს აძლევს ჟელეს კონსისტენციას, მურაბებში და ჯემებში გამოიყენება დანამატის სახით);
  • წყალი  1ჭ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ლეღვი, მოვაჭრათ ყუნწები. დავჭრათ ოთხად და მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ, წამოვადუღოთ, ცეცხლს დავუწიოთ და 25 წთ ვადუღოთ. როცა ლეღვი კარგად ჩარბილდება, ჟელფიქსი დავამატოთ. ამოვურიოთ და 2-3 წთ ვშუშოთ. 1-2 წთ ეს მასა დავაბლენდეროთ, დავდგათ ცეცხლზე 2 წთ, გადავანაწილოთ გასტერილიზებულ ქილებში, მოვხუფოთ, გავაცივოთ და შევინახოთ გრილ, მშრალ ადგილას. გემრიელად მიირთვით!

 

3 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო