ლიმონიანი ტარტალეტკა

ლიმონიანი ტარტალეტკა მარტივი, შინაურული, არომატული და უგემრიელესი დესერტია. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

  • შაქრის პუდრა  3ს/კ (+45 გრ გულსართში);
  • ცივი წყალი  3ჩ/კ;
  • ფქვილი  300გრ;
  • კარაქი  170გრ;
  • კვერცხი  3ც;
  • ლიმონის წვენი  50მლ;
  • ლიმონი  2ც;
  • ნაღები  130მლ;

მომზადების წესი:

დავჭრათ კარაქი, ფქვილი და შაქრის პუდრა დავაყაროთ და შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ წყალი, ცომი მოვზილოთ და მაცივარში შევდგათ 40 წთ. შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები. საცხობ ფორმებს კარაქი ამოვუსვათ, ფქვილი მოვაყაროთ და ტარტალეტკის ფორმები ჩავდოთ. ძირი ჩავჩხვლიტოთ. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15 წთ. გავხეხოთ ლიმონის ცედრა. დავამატოთ ნაღები, კვერცხი, ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა. კარგად ავურიოთ და ცივი ტარტალეტკები შევავსოთ ამ კრემით. შევაბრუნოთ ღუმელში, ტემპერატურას დავუწიოთ 130 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 20 წთ. გემრიელად მიირთვით!

3 კომენტარები

  1. It is with sad regret to inform you DataList.biz is shutting down on 25 March 2022.

    We have made available databases per country for all companies available..

    You can view our samples and download databases instantly on our website DataList.biz

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო