ლიმონის კრემი მაყვლით

უნაზესი და ჰაეროვანი კრემია. ლიმონი და მაყვალი განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. დამზადების დრო: 15 წთ.

ინგრედიენტები:

  • ლიმონის გახეხილი ცედრა  1ს/კ;
  • ლიმონის წვენი  2ს/კ;
  • თაფლი  1/2ჭ;
  • ყველი ტოფუ  360გრ (სოიოს);
  • მაყვალი  1ჭ;

მომზადების წესი:

ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი, თაფლი და ტოფი მოვათავსოთ ბლენდერის კონტეინერში და დავაბლენდეროთ. მზა კრემი 4 ულუფად გავყოთ, ჭიქებში ჩავდოთ და მაყვლით მოვრთოთ, ცედრაც დავაყაროთ. ლიმონის კრემი მაყვლით მაცივარში სამი დღე ინახება. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო