ლიმონის პარფე

ლიმონის პარფე უნაზესი და უგემრიელესი დესერტია. ძალიან უხდება ჟოლო, მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

  • ჟელატინი  0,5ს/კ;
  • კვერცხი  3ც;
  • ლიმონი  ც;
  • ნაღები  200-250გრ;
  • შაქარი  0,5ჭ;
  • წყალი  0,5ჭ;
  • ახალი ჟოლო  2ჭ;
  • მომზადების წესი:

ჩავალბოთ ჟელატინი შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. გავხეხოთ ცედრა. ლიმონი გავწუროთ. გავაცალკევოთ კვერცხის ცილა და გული. გულებს შაქარი დავაყაროთ და ავთქვიფოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე, შევათბოთ, არ უნდა ადუღდეს, დავამატოთ ლიმონის წვენი, ისევ შევათბოთ. დავამატოთ ლიმონის ცედრა, ჟელატინი, შევათბოთ, სულ უნდა ვურიოთ. ესეც არ უნდა ავადუღოთ და გადმოვდგათ. ავთქვიფოთ ცილა, დავამატოთ ამ მასას.  ათქვეფილი ლიმონიანი მასა გავწუროთ, ავთქვიფოთ ნაღები. ეს ორი მასა შევაერთოთ და ავთქვიფოთ. შევდგათ მაცივარში 40 წთ. ჟოლო გადავანაწილოთ ფორმებში, ჩავამატოთ პარფეს , შევდგათ მაცივარში 20-30 წთ. გამოვიღოთ, ჟოლოს ფენა დავდოთ და პარფე დავასხათ. შევდგათ მაცივარში და კარგად გავაგრილოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო