ლობიოს პაშტეტი სომხურად

ლობიოს პაშტეტი სომხურად არომატული, გემრიელი და ნოყიერი კერძია. პურზე გადასმული ან კრეკერებთან ერთად უცბად წასახემსებლად იდეალური ვარიანტია. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • წითელი ლობიო  300გრ;
  • ნიგოზი  100გრ;
  • ტომატის ცხარე სოუსი  20გრ;
  • ხმელი სუნელი, დაფქული წითელი წიწაკა, დაფქული ნიორი  1/2 ჩ/კ თითოეული;
  • მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვხარშოთ ლობიო, ნიგოზი დავაბლენდეროთ. დავამატოთ დაჭყლეტილ ლობიოს, მოვურიოთ, ნახარში დავამატოთ. ასევე დავამატოთ ტომატის სოუსი, მარილი, პილპილი, დანარჩენი სუნელები და კარგად ავურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო