
ლობიოს სალათი ქათმის ფილეთი ნოყიერი, სასარგებლო და თან დაბალკალორიული კერძია. კარგი იდეაა ვახშმისათვის. დამზადების დრო: 1 სთ.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 500გრ;
- ნიორი 5კბილი;
- იოგურტი 1ჭ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
- სალათის ფოთლები გემოვნებით;
- პომიდორი 2ც;
- “სუხარიკები” 100გრ;
- დაკონსერვებული ლობიო 350გრ;
მომზადების წესი:
ფილე მოვხარშოთ მარილწყალში, გავაცივოთ და პატარა კუბიკებად დავჭრათ. გადავწუროთ ლობიო, ჩავყაროთ ჯამში. პომიდორი დავჭრათ კუბიკებად, სალათის ფოთლები დავტეხოთ. ყველაფერი ჯამში ჩავდოთ. იოგურტს დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ავურიოთ, მოვასხათ სალათს და აკურატულად მოვურიოთ. ზემოდან “სუხარიკები” დავაწყოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება