
ეს სალათი ცილებით ძალიან მდიდარია, გემრიელია, უსწრაფესად მზადდება. დამზადების დრო: 15 წთ.
ინგრედიენტები:
- სიმინდის კონსერვი 1ქილა;
- ლობიოს კონსერვი 1ქილა;
- მაიონეზი 3-4ს/კ;
- მწვანე ხახვი და კამა თითო კონა;
- მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით;
- მომზადების წესი:
სიმინდი და ლობიო გადავწუროთ, ჩავყაროთ ჯამში. დავამატოთ “სუხარიკები” და წვრილად დაჭრილი მწვანილი. დავასხათ მაიონეზი, მარილი და პილპილი დავაყაროთ და ამოვურიოთ. ლობიოს სალათი “სუხარიკებით” მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება