მაკარონი ლორითა და სოკოთი

მარტივად და სწრაფად მზადდება. მოამზადეთ და გემრიელად ავახშმეთ ოჯახის წევრები! დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • მაკარონი  400გრ;
  • ლორი  150გრ;
  • სოკო  150გრ;
  • ნაღები  200მლ;
  • კარაქი  2-3ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ყველი  50გრ;
  • მომზადების წესი:

მოვხარშოთ მაკარონი, გადავწუროთ, გავრეცხოთ სოკო და კუბიკებად დავჭრათ, ასევე დავჭრათ ლორიც. გავხეხოთ ყველი. გავახუროთ ტაფა, კარაქი ჩავდოთ და სოკო დავამატოთ, 1-2 წთ ლორი დავამატოთ და 5-7 წთ მოვხრაკოთ. დავაყაროთ მარილი, პილპილი, მაკარონი და ცოტა წყალი დავასხათ. დავამატოთ ნაღები, 2 წთ მოვშუშოთ, ყველი დავაყაროთ და გადმოვდგათ. მაკარონი ლორითა და სოკოთი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო