მაკარონი სოკოთი

ეს კერძი ძალიან პოპულარულია იტალიაში. სოკო დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს, გემრიელია და მაკარონსაც უხდება. მოსინჯეთ! დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი  100მლ;
  • ბაზილიკი  1/2ჩ/კ;
  • მაკარონი  200გრ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ქამა სოკო  200გრ;
  • ზეთი  30მლ;
  • ნიორი  2კბილი;
  • ხახვი  2თ;

მომზადების წესი:

ავადუღოთ წყალი, დავამატოთ მარილი და მაკარონი ჩავყაროთ. მოვხარშოთ და გადავწუროთ, ცივი წყალი გადავავლოთ. გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ სოკო. გავარჩიოთ ხახვი, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, ჯერ ხახვი მოვშუშოთ, შემდეგ დავამატოთ სოკო და 15 წთ ერთად მოვხრაკოთ. ბოლოს დავამატოთ ბაზილიკი, პილპილი, მარილი, დანაყილი ნიორი და ამოვურიოთ. დავამატოთ მაკარონი, 1-3 წთ ვშუშოთ და გადმოვდგათ. მაკარონი სოკოთი სუფრაზე არაჟანთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო