
ეს კერძი თბილი სალათია, თუმცა ცივიც ძალიან გემრიელია. ნოყიერი სადილის კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 4ც.
ინგრედიენტები:
- პასტა 150გრ (ნებისმიერი);
- ბროკოლი 1/3ც;
- ფეტა 100გრ;
- ჩერი 6ც;
- ბეკონი 50გრ;
- ნიორი 2კბილი
- ზეითუნის ზეთი 2ს/კ;
- მარილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
მარილწყალში მოვხარშოთ მაკარონი. მაკარონის გადმოწურვამდე 1 წთ ადრე ბროკოლის ყვავილედები ჩავამატოთ და შემდეგ ერთად გადმოვწუროთ. ჩერი შუაზე დავჭრათ, ბეკონი და ნიორი პატარა კუბიკებად. ზეთში შევბრაწოთ ბეკონი ნიორთან ერთად. დავამატოთ ჩერი და 1წთ მოვშუშოთ. დავამატოთ პასტა ბროკოლით, ამოვურიოთ, გადმოვდგათ და ფეტა დავაყაროთ. მაკარონის სალათი ბროკოლით, ფეტათი და ბეკონით მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება