მაკარონის სალათი

მაკარონის სალათი სწრაფად და მარტივად მზადდება. მსუბუქი და სასიამოვნო კერძია, ორიგინალური საკმაზით. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 4ც.

ინგრედიენტები:

  • ნიახურის ძირი  1ც;
  • წითელი ბულგარული წიწაკა  1ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • შესქელებული რძე  1/3ჭ;
  • ვაშლის ძმარი  1/4ჭ;
  • პაპრიკა  1/4ჩ/კ;
  • კაიენის წიწაკა  1/4ჩ/კ;
  • ოხრახუში  1კონა;
  • მომზადების წესი:
  • მაკარონი მარილწყალში მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაცივოთ. ნიახური და ბულგარული პატარა კუბიკებად დავჭრათ. ასევე დავჭრათ სტაფილო და ხახვი და ყველაფერი ჯამში მოვათავსოთ. საკმაზი: მაიონეზი, შესქელებული რძე და ვაშლის ძმარი შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ ორივე სახის ცხარე წიწაკა, დავასხათ სალათს, ამოვურიოთ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო