მარმელადი პექტინით

მარმელადი პექტინით ძალიან კარგი გამოდის, საუცხოო დესერტია. დამზადების დრო: 9 სთ.

ინგრედიენტები:

  • წვენი რბილობიანად  550გრ;
  • შაქარი  550გრ;
  • გლუკოზის სიროფი  180გრ;
  • ვაშლის პექტინი  12 გრ;
  • ლიმონმჟავა  4გრ;
  • წყალი  4მლ;
  • მომზადების წესი:
  • 50გრ შაქარი და პექტინი შევურიოთ ერთმანეთს. ცალკე ჯამში გავხსნათ ლიმონმჟავა, ქვაბში ჩავასხათ წვენი რბილობიანად, დავამატოთ სიროფი და დარჩენილი შაქარი, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და 60 გრადუსამდე შევათბოთ. დავამატოთ პექტინ-შაქრის ნარევი და სწრაფად ავურიოთ. ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე, სულ ვურიოთ და მივიყვანოთ 110 გრადუსამდე. გადმოვდგათ, დავასხათ ლიმონმჟავას ხსნარი, ავურიოთ. ეს მასა გადავანაწილოთ სილიკონის ფორმებში და მაცივარში შევდგათ 8 სთ. მზა მარმელადი შაქარში ამოვავლოთ, გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო