მარმელადი შოკოლადში

ლამაზი, დახვეწილი დესერტია, უგემრიელესია. ღირსეულ ადგილს დაიკავებს სადღესასწაულო სუფრაზე. ახალბედა დიასახლისიც კი ადვილად გაართმევს თავს, იმდენად მარტივად მზადდება. სცადეთ! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • კაკაოს ფხვნილი  50გრ;
  • კაკაოს ზეთი  25 გრ;
  • მარწყვი  50 გრ;
  • წითელი მოცხარი  50გრ;
  • წყალი  100მლ;
  • შაქარი  4ს/კ;
  • აგარ-აგარი  1ჩ/კ (მზადდება მზეზე გამშრალი წყალმცენარეებისაგან. ჟელატინის ნატურალური შემცვლელია);

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. მარწყვი და მოცხარი ჩავყაროთ წყალში და წამოვადუღოთ. შემდეგ გავხრისოთ საცერში. დავამატოთ 3ს/კ შაქარი, აგარ- აგარი და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. 1 წთ შემდეგ გადმოვდგათ, ცოტა ხანს დავაყოვნოთ, გადავასხათ ფორმებში და 30 წთ შევდგათ მაცივარში. ქვაბში მოვათავსოთ კაკაოს ზეთი, 1ს/კ შაქარი და 1ს/კ წყალი. დაბალ ცეცხლზე დავდგათ და ვურიოთ, დავამატოთ კაკაოს ფხვნილი, გადავურიოთ და გადმოვდგათ. გამყარებული მარმელადი ამოვიღოთ ფორმებიდან და დავაწყოთ საწურზე. დავასხათ თბილი შოკოლადი (40 გრადუსიანი უნდა იყოს), შევდგათ 15 წთ მაცივარში. მარმელადი შოკოლადში მზადაა დასაგემოვნებლად. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო