მარწყვი შოკოლადის მინანქარში

მარწყვი და შოკოლადი ერთად განუმეორებელ გემოს ქმნის. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • მარწყვი  400-500გრ;
  • კაკაო  5ს/კ;
  • შაქარი  3ს/კ;
  • რძე  80მლ;
  • კარაქი  50გრ;
  • სეზამის მარცვლები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ და გავრეცხთ მარწყვი. შევაშროთ.  მოვამზადოთ მინანქარი: ქვაბში ჩავყაროთ კაკაო და შაქარი, დავამატოთ კარაქი, რძე და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. ვურიოთ. მზა მინანქარში სათითაოდ უცბად ჩავდოთ  და ამოვიღოთ მარწყვი, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ ფორმაზე, სეზამი მოვაყაროთ და მაცივარში შევდგათ 20 წთ. გემრიელად მიირთვით მარწყვი შოკოლადის მინანქარში.

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო